გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 23.02.2016
ნანახია: 1333

საქართველოს მთავრობის მეთაური ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. 
საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელაგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის" განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე