საწვავის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, ფაქტობრივად არ არსებობს, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

საქართველო, თბილისი - 17:02 | 29.09.2015
ნანახია: 1869

საწვავის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, ფაქტობრივად არ არსებობს,  - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ რიგით მეორე კვლევაში.

”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთანავე, ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის არ არის განსაზღვრული ადეკვატური სანქცია; 2010-2015 წლებში სულ 489 ნიმუშის (ბენზინის და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38% (187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს”, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში და აღნიშნუალია, 2015 წლის ივლისში სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ კვლევის საანგარიშო პერიოდი 2010 - 2015 წლებს მოიცავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე