კასპში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:41 | 23.02.2016
ნანახია: 1510

კასპში მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა თბილისი-ბათუმის ჩხაროსნულ ტრასაზე იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი საბურავის შეკეთებას ცდილობდა.

მამაკაცს ჭრილობასთან ერთად, სხვა დაზიანებებიც აღენიშნება. დაჭრის შემდეგ ბრალდებული მძღოლის გატაცებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე