გარდაბანში ხის ტოტების უკანონოდ მოჭრის ფაქტზე საქმე აღიძრა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 23.02.2016
ნანახია: 1466

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევებმა მოჭრეს 41 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ტოტები.

გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 19834 ლარი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე