“ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში”
საქართველო, თბილისი - 17:12 | 22.02.2016 ნანახია: 1482“ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში და მზად არის, ამ მიმართულებით, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია “ - ეს განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. “ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაღრმავოთ და უფრო ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებულად ვაქციოთ ჩვენი ურთიერთობები.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ურთიერთობების განმტკიცება.
ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლო ანგარიშში, და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა