გამტაცებლებმა 17 წლის სამირა ბაირამოვა მაღაზიაში დატოვეს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 22.02.2016
ნანახია: 1877

ფონიჭალიდან 4 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ.

რაც შეეხება მისი პოვნის დეტალებს, ახლობლების ინფორმაციით, გოგონამ ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთი მაღაზიიდან მამასთან დარეკა და განაცხადა, რომ გამტაცებლებმა იგი ტაქსში ჩასვეს და მაღაზიაში დატოვეს. ახლობლები აცხადებენ, რომ გოგონა ამჟამად პოლიციაში არის დაკითხვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე