საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:46 | 22.02.2016 ნანახია: 1310იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის თავმჯდომარესთან, ტადამორი ოშიმასთან გამართა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ორმხრივი შეხვედრის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა, რაზეც ფინანსური დახმარების რაოდენობა, ინვესტიციები და მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს. მისივე განცხადებით, საქართველოსთან, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანთან, ურთიერთობა მნიშვნელოვანია იაპონიისთვისაც. დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია იყო.
"ძალიან საყურადღებოა, რომ იაპონია დგამს სერიოზულ და აქტიურ ნაბიჯებს მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობისთვის. ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებიც კი აქვთ განზრახული და კარგია, რომ საქართველო ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნად მიაჩნიათ. იყო შეხვედრები თავდაცვის მინისტრების დონეზე, იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში და ვხედავთ ძალიან აქტიურ დაინტერესებას იაპონური ბიზნესის საქართველოთი. ბატონმა სპიკერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა სარგებელს ხედავენ ისინი საქართველოსთან ურთიერთობაში. საქართველო, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვი, დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვისაც. მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, მოსაზრებები და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმ ფონზე, რომ იაპონიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემებზე და ძალიან კონკრეტული რჩევებიც მოგვცა, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, როგორ შეგვიძლია იაპონიაში ქართული ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ ქართული ღვინო ისეთ ქვეყნებში, როგორიც იაპონიაა, ნელ-ნელა ხდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სხვა ტიპის ბიზნეს-ურთიერთობებიც. ასე რომ, საინტერესო, ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ასევე გავაგრძელებთ სხვა კოლეგებთან საუბარს დღეს და ხვალ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან და იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტთან გამართავს. ამავე დღეს დაგეგმილია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა იაპონიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
ტოკიოში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა