კახა კალაძე: კოალიცია დაიშლება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 22.02.2016
ნანახია: 1714

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან მმრთველი კოალიცია დაიშლება და ამაში ტრაგიკული არაფერია. კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამის საფრთხეს ვერც ხედავს. 

„თუ როგორ მივალთ ჩვენ არჩევნებზე, ეს იქნება ერთიან ფორმატში თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პარტიების სახით, რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ტრაგედია და ცუდი არაფერია. პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და შესაძლებელია, ალბათ, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს. უახლოეს მომავალში, მე ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კოალიცია, ალბათ, არჩევნებზე წარდგება იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე დიდი დროა, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე