„მიშა ჩვენ ვეხმარებით შენ სკლეროზს“ - რა სიას აქვეყნებს ლადო სადღობელაშვილი?
საქართველო, თბილისი - 13:19 | 22.02.2016 ნანახია: 24398„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, ოდესის გუბერნატორის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ გავიდა.
„სკლეროზიანო ქინძო - ნუ გგონია რომ საქართველოს შენი მმართველობის პერიოდი დაავიწყდა! რაც არ უნდა ურეცხოს რ2-მა ტვინი მოსახლეობას ჩვენ ყველას ყველაფერი გვახსოვს!
იმისათვის რომ შენც და საზოგადოებასაც შევახსენო მცირედი იმისა თუ რა და როდის წაართვით ბიზნესმენებსა თუ ფიზიკურ პირებს გთავაზობთ "თავისუფალი თაობის" მიერ მოძიებული სიის ნაწილს მცირედ ნაწილს წლების მიხედვით! მიშა ჩვენ ვეხმარებით შენ სკლეროზს!!!
2004-2005 წლები - ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ. 2 000 000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“ აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა-ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია აღმაშენებლის გამზირი, N73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).
ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა.
2006 წ- საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, შპს „Melvale Corporatin“-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ“ კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის N134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება - 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა N28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. რიყის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ჩუქების ფაქტებიც. ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებას სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე − იურიდიული პირებიც ჩუქნიდნენ.
შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს „ნატვრის ხემ“ კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.
2007 წელი- შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ“ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
------------- გავაგრძელო შე ნაგავოოოოო?
ps ეხლა კი მოკლედ რაც შეეხება თქვენს არჩევნებში გამარჯვებას თქვენს მოტრიალებასა და შენს დაბრუნებასა თუ ჩამოსვლა!!!
ყველა ნაციონალს ქინძო შენი თამადობით მოგიწოდებთ ყოველ დილა საღამოს შეხვიდეთ ეკლესიაში და ბიძინა ივანიშვილის სახელზე ერთი სანთელი დაანთოთ რომ ცოცხლები ხართ!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა