მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა

საქართველო, თბილისი - 09:35 | 22.02.2016
ნანახია: 3329

”ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა," - ეს განცხადება ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა ”განსხვავებული აქცენტებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ კითხვის პასუხად განაცხადა, გეგმავს თუ არა ის უკრაინის პრემიერ-მინისტრობას.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ამბიცია "მთლიანად ახალი თამაშის წესების დამკვიდრება და პოლიტიკურ ელიტაში ახალი თაობის მოყვანაა".

მისი თქმით, უკრაინას ახლა იმავე გზის გავლა უწევს, რაც საქართველომ ვარდების რევოლუციამდე გაიარა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ხალხი გაერთიანდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს". ხვალიდან ის უფრო აქტიურ ქმედებებს იწყებს და რეგიონებში მოხახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. "22 თებერვლიდან ვიწყებთ გასვლას და 22 დღეში უკრაინის 22 ქალაქში მექნება შეხვედრა," - ამბობს სააკაშვილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე