გატაცებული სამირა ბაირამოვა შველას ითხოვს - ინციდენტი პოლიციის შენობასთან

საქართველო, თბილისი - 16:17 | 21.02.2016
ნანახია: 1783

გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და შველას ითხოვს.

გოგონა ოჯახის წევრებთან მისი ადგილსამყოფელის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ის იმყოფებოდა თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, გამტაცებლები მისამართის შეცვლას გეგმავდნენ.

პოლიციის შენობასთან გატაცებული ბაირამოვას ახლობლებმა აქცია გამართეს. მოხდა ინცოდენტიც. გატაცებული გოგონას ოჯახის წევრები, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ. ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. გატაცებული გოგონას დედა შეუძლოდაც გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

„გოგომ დაურეკა ბიძას ჩუმად და უთხრა, სადღაც, პარლამენტის გვერდზე ვარო და მილიციაში არ გვიშვებენ, რომ ვუთხრათ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე