გატაცებული სამირა ბაირამოვის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

საქართველო, თბილისი - 10:40 | 21.02.2016
ნანახია: 1756

გატაცებული სამირა ბაირამოვის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ოჯახის წევრებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. ისინი, სამართალდამცველებს პასიურობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ არ მოხდება გატაცებული არასრულწლოვანის  სამძებრო სამუშაოების დაწყება. 

„გვეუბნებიან, რომ ის ჩვენით უნდა მოვძებნოთ. რეაგირებას არ ახდენენ. სავარაუდოდ, გოგო ახლა მარნეულშია გატაცებული. ნუთუ არ შეიძლება საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება?”, – განაცხადა სამირა ბაირამოვას დედამ.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის სამირა ბაირამოვა 3 დღის წინ 4 პირმა გაიტაცა და პოლიციას აქვს მონაცემები, თუ რომელი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ გამტაცებლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე