5 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - უბედური შემთხვევა კახეთში

საქართველო, თბილისი - 10:35 | 21.02.2016
ნანახია: 1588

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში - სოფელ უჯარმასთან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, ავარიაში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე