„თითოეული ჩვენგანი მკვლელია“ - ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:45 | 20.02.2016
ნანახია: 3021

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვენებს.

„გადავწყვიტეთ, რომ მაგდა პაპიძე მკველელია? ისე გადავწყვიტეთ, როგორც გვჩვევია! არ ველოდებით სასამართლოს, "მთავარია" პროკურატურა რას იტყვის.

არ გეგონოთ ვიცავ. სულაც არ ვიცი მოკლა თუ არა ქმარ-შვილი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მკვლელია. საშიში მკვლელი. რადგან, საზოგადეობრივი განაჩენი ხშირად ჩარტყმულ უროზე მძიმეა! იქნებ შევიცვალოთ ბოლოს და ბოლოს!“, - წერს ნანუკა ჟრჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე