„არარატის“, „მარლბოროს“ და „პარლამენტის“ აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით ორი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 20.02.2016
ნანახია: 1502

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი „არარატის“ და სიგარეტების „მარლბოროს“ და „პარლამენტის“ რეალიზაცია.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე