კენიაში ეროვნული პარკიდან გაქცეულ ლომებს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 15:28 | 19.02.2016
ნანახია: 1735

კენიის დედაქალაქის ხელისუფლება ოთხ ლომს ეძებს, რომლებიც ნაირობის ეროვნული პარკიდან გაიქცნენ და საცხოვრებელი კვარტლებისკენ გაემართნენ.

ადგილობრივებმა ლომები ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, ჰოსპიტლის გვერდით და ნაირობის გარეუბანში დაინახეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია როგორ მოახერხეს ლომებმა პარკის დატოვება და მის ირგვლივ შემოსაზღვრული ელექტრობარიერის გადალახვა.

კენიის გარემოს დაცვის სამსახურმა ქალაქის მოსახლეობა შესაძლო საშიშროების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მტაცებლების დანახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე