სამხრეთ სუდანში გაეროს ბაზაზე მომხდარ შეტაკებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 19.02.2016
ნანახია: 1656

სამხრეთ სუდანში გაეროს ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორგანიზაციის ”ექიმები საზღვრებს გარეშე” ორი თანამშრომელი.

ინციდენტი ქალაქ მალაკალში სპეციალურ ზონაში მოხდა, რომელიც გაეროს მიერ სამხრეთ სუდანის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისათვის არის დაფუძნებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 25-ს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ბოლო მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირება ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის მოხდა. შეტაკებებში ძირითადად ახალგაზრდები მინაწილეობდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე