იემენის სამხედრო ბანაკში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 19.02.2016
ნანახია: 1729

აფეთქების ხმა გაისმა იემენის ქალაქ ადენთან სამხედრო ბანაკში. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი.

მომხდარზე პასიხუსმგებლობა არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.

იემენში მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ერთის მხრივ შიიტური მოძრაობა ”ანსარ ალას” მეამბოხე ხუსიტებსა და ექს-პრზეიდენტ ალი აბდალ სალეხის მომხრე არმიის ნაწილებს, მეორეს მხრივ კი მათ მიერ განდევნილი პრეზიდენტის აბდ რაბუ მანსურ ხადის ჯარს შორის.

არაბული ქვეყნების კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით, რომელიც მხარს ხადის უჭერს, ავიადარტყმებს ახორციელებს იემენის იმ რაიონებში, რომლებსაც ხუსიტები აკონტროლებენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე