კვირიკაშვილი: სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.02.2016
ნანახია: 1412

ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარე საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. 

პრემიერ-მინისტრმა საკითხის მოგვარება საგარეო საქმეთა სამინიტროს დაავალა. 

„დავავალოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა, ვინც მოგვმართავს ჩვენი თანამემამულის გადმოსვენებაში დაფინანსებისა და დახმარების თხოვნით, უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულნი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილთა  გადმოსვენება თვეობით ვერ ხერხდებოდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ  მოქალაქეებზე და მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.

პრემიერ–მინისტრმა, აღნიშნული ინიციატივისთვის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე