ევროპოლის დირექტორი: ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა შესაძლოა ევროპაში მსხვილი ტერაქტები განახორციელონ

საქართველო, თბილისი - 11:10 | 19.02.2016
ნანახია: 1820

ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა შესაძლოა ევროპაში მსხვილი ტერაქტები განახორციელონ. ამის შესახებ ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაიტმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zuercher Zeitung-ს განუცხადა.

”მოსალოდნელია, რომ ”ისლამურმა სახელწმიფომ” ან სხვა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელონ შეტევა ევროპის რომელიმე ადგილას. მათი მიზანი იქნება ტერატქებს მოსახლეობას შორის რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი მოყვეს”, - აღნიშნა უეინრაიტმა.

ევროპის პოლიციის სამსახურის დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოცემული მომენტისთვის ევროპა ბოლო ათი წლის განმავლობაში მასშტაბური ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და დაამატა, რომ ტერაქტები შესაძლოა, განახორციელონ არამხოლოდ მებრძოლთა ჯგუფებმა, არამედ თითო-თითო ტერორისტმაც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე