ჰავაის კუნძულზე ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 19.02.2016
ნანახია: 1886

ჰავაიში ოაჰუს კუნძულზე პერლ-ჰარბორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზასთან ახლოს კერძო ტურისტული ვერტმფრენი Bell 206-ი ჩამოვარდა. ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილზე აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს სპეციალისტები მუშაობენ. ყველა მგზავრი ცოცხალია. 16 წლის მოზრდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

45 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი მსუბუქად დაშავდნენ. ყველა მგზავრი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ავიაკომპანია, რომელსაც ვერტმფერნი ეკუთვნოდა, ოაჰუს კუნძულზე ექსკურსიებს მართავს. კატასტროფის მიზეზები დგინდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე