თბილისში აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ

საქართველო, თბილისი - 09:44 | 19.02.2016
ნანახია: 1536

თბილისში აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. დილიდან კი თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

მინისტრები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს მოინახულებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2015 წელს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე