მომცილდით! - გოგი თოფაძე ჟურნალისტებს პოლიციით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 15:27 | 18.02.2016
ნანახია: 2194

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავჯდომარე გოგი თოფაძე, ჟურნალისტებს პოლიციის გამოძახებით დაემუქრა.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რას ფიქრობდა გოგი თოფაძე, დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თოფაძეს პარლამენტში დეპუტატობის ვადა გაეწელაო. თოფაძემ აღნიშნულზე კონმენტარის გაკეთება არ ისურვა.

არ ვაკეთებ კომენტარს. წადით აქედან! მომცილდით! ახლავე წადით, თორემ პოლიციას გამოვუძახებ. გინდათ თქვენი თავი დავაჭერინო?“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის აღნიშნულ ორ წევრს – დავით ბერძენიშვილსა და გოგი თოფაძეს შორის გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე