მორიგი აფეთქება თურქეთში - შემთხვევას 6 სამხედრო ესხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 18.02.2016
ნანახია: 1650

თურქეთში კიდევ ერთ აფეთქებას, სულ მცირე 6 სამხედრო ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროვინცია დიარბაქირში, სამხედრო კონვოის გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. პროვინციაში დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.
რაც შეეხება ანკარაში გუშინ მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 18 ადამიანიდან 26 სამხედრო ემსხვერპლა, მასში მონაწილეობის ბრალდებით, 9 ადამიანი დააკევეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ აფეთქებაში, სირიაში მოქმედი "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მებრძოლები დაადანაშაულა.
მისი ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია. 
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გუშინ, ღამის საათებში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციები დაბომბეს. 
თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს ცნობით, ავიადარტმის შედეგად დაიღუპა თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 70-მდე მებრძოლი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე