სამეფო უბნის თეატრი დათა თავაძის სპექტაკლს ”ფრეკენ ჟულის” წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 13:37 | 29.09.2015
ნანახია: 2450

ხვალ, 30 სექტემბერს, სამეფო უბნის თეატრი დათა თავაძის სპექტაკლს ”ფრეკენ ჟულის” წარმოადგენს.

მთავარ როლებში: კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი.

სპექტაკლი 2012 წელს დაიდგა და მიეძღვნა სტრინდბერგის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს. "ფრეკენ ჟული" ამ დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესაა და ის საქართველოში არასდროს დადგმულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე