24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნის „ავტოპორტრეტის“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:25 | 17.02.2016
ნანახია: 1661

24 თებერვალს გამომცემლობა „ინტელექტი“ ვაკის მედიათეკაში ჩარკვიანის ახალი კრებულის – „ავტოპორტრეტის“ პრეზენტაციას მართავს.

„ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.

თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.

ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია,“ – ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასწრება თავისუფალია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე