Soap&Skin რუსთაველის თეატრში

საქართველო, თბილისი - 16:41 | 16.02.2016
ნანახია: 2013

2 მარტს 20 საათზე რუსთაველის თეატრში ახალი პროექტის „მუზამეპრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში თბილისს ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი „Soap&Skin ეწვევა.

„Soap&Skin” 25 წლის ავსტრიელი ხელოვანის ანია პლაშგის პროექტია, რომელმაც თბილისში პირველი ვიზიტისას ქართველი მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ანია ავსტრიული პოპის ახალ ვარსკვლავადაა აღიარებული, Björk-ისა და სერგეი რახმანინოვით შთაგონებულმა, სადებიუტო ალბომი Lovetune for Vacuum 2009 წელს გამოუშვა და მალევე მოხვდა ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის მუსიკალურ ჩარტებში.

Soap&Skin-ის პერფორმანსისას განსაკუთრებული ეფექტი მის მოულოდნელ, ექსპრომტზე დაფუძნებულ ცოცხალ შესრულებას და სასცენო მოძრაობებს აქვს, რაც მის შემოქმედებას უნიკალურად აქცევს.

ანია ამჟამად რუთ ბეკერმანის (Ruth Beckermann) ფილმში The Dreamed Ones მონაწილეობს, ორი არტისტის ისტორიის პრემიერა ბერლინალეს კინოფორუმის ფარგლებში შედგა.

ახალი პროექტის, “მუზამეს” მიზანია თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს შესთავაზოს განსხვავებული მუსიკალური ლაივები და მოახდინოს ვიზუალური, სასცენო და მუსიკალური ხელოვნების ინკორპორაცია. “მუზამე” ექსპერიმენტუი პროექტია, რომელიც ყოველ ჯერზე ითანამშრომლებს ორიგინალური იდეების მქონე უცხოელ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებთან.

2 მარტს განსხვავებულად შეიცვლება რუსთაველის თეატრის ინტერიერი. სპეციალური განათებისა და ვიზუალური ხელოვნების სხვა საშუალებებით თეატრის გარემო ერთიან, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა, რომელიც მთლიანად მოერგება “Soap&Skin”-ის მძიმე, ნეოკლასიკურ ექსპერიმენტულ მუსიკას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე