თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:48 | 16.02.2016
ნანახია: 1842

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 10 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თებერვლიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, 120 ბენეფიციარის დღის ცენტრებით სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დაფინანსებას გააგრძელებს. პროექტის დასაფინანსებლად, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამიდან ყოველთვიურად5 500 ლარი გამოიყოფა.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, შშმპირთადღისცენტრებისსახელმწიფოქვეპროგრამისფარგლებში, ჯანდაცვისსამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლისზევით,დიფერენცირებულადაფინანსებს. კერძოდ, სიღარიბისზღვარსმიღმა მყოფიპირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილ 25%-ს თბილისის მერია დაფარავს.

დღის ცენტრების ხელმძღვანელთა განცხადებით, ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა და ვერ ხერხდებოდა ბენეფიციარებისსრულყოფილი სერვისით უზრუნველყოფა. ამდენად, მათივე განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯიადღის ცენტრებისბენეფიციართა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კულტურულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მათი ჩართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე