ბელგიაში ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გადაბირებისთვის 10 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 16.02.2016
ნანახია: 1640

ბელგიის პოლიციამ ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გადაბირებისთვის 10 ადამიანი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, რეიდების დროს, რომლებიც ბრიუსელის ოთხ გარეუბანში ჩატარდა, ასევე ამოღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.

ევროპის მასშტაბით ბელგიის ტერიტორიაზე ისლამურ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი ყველაზე მეტი ადამიანი იმყოფება.

როგორც პოლიციელები აზუსტებენ, რეიდები არ უკავშირდებოდა ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე