ერთ ღამეში განადგურებული თეატრი - რა მოხდა „ათონელის თეატრში“?!

საქართველო, თბილისი - 14:49 | 16.02.2016
ნანახია: 4363

„თეატრი ათონელზე“ დაიწვა - შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართობი, რაც თეატრის მეიორე სართულს და სასცენო გადახურვას მოიცავს.

მთლიანადაა დამწვარი სარეპეტიციო, განადგურებულია ტექნიკა, განათებები, ფარდა, სცენის გარკვეული მონაკვეთი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ექსპერტიზა.

შემთხვევის ადგილიდან „პრაიმნიუსჯორჯია“ ექსკლუზიურ ფოტომასალას გთავაზობთ.

ამ წუტებში, თეატრის შენობასთან მსახიობები არიან შეკრებილები.

ლილი ხურითი, მსახიობი:

ახლა შევიტყვე და გადარეული მოვედი. ეს იყო ყველაზე ლამაზი სივრცე მსახიობებისთვის, რეჟისორებისთის. პატრა, მყუდრო თავშესაფარი და ეს რა დაგვემართა. ასე, ნამდვილად არ დარჩება ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე აღდგება ეს თეატრი და დაგვეხმარებიან.

მამუკა ლომაშვილი, მსახიობი, რეჟისორი:

დილით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და გამაგებინა ეს ამბავი. ძალიან გაოგნებული ვარ, მოვედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ძალიან ბევრი ხელოვანისთის განსაკუთრებულ ადგილს და სივრცეს წარმოადგენდა ეს თეატრი.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, ზარალის რაოდენობა რამდენს შეადგენს?

თანხობრივად ზუსტად რამდენს შეადგენს ზარალს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ მთლიანად  დამწვარია სარეპეტიციო, განადგურებულია ტექნიკური მხარე, განათებები, ფარდები, კიბეები. დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია თუ საკრებულო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ თეატრს და ყველაფერს გააკეთებს იმისთის, რომ მალე შეძლოს თეატრმა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. ამ თეატრში, მაჩაბელას სახელობის მოზარდთა და ბავშვთა თეატრის სპექტაკლები შეჩერებულია და იმედია, რომ ერთიანი ძალისხმევით მალე აღსდგება ყველაფერი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი თუ არის ცნობილი?

არაფერია ცნობილი. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებსაც.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე