კამერუნის არმიამ ნიგერიის ქალაქი ”ბოკო ხარამის” ტერორისტებისგან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 16.02.2016
ნანახია: 1649

კამერუნის სამთავრობო არმიამ ნიგერიის ქალაქი გოში ტერორისტული დაჯგუფების ”ბოკო ხარამისგან” გაათავისუფლა. ”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 162 მებრძოლი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოპერაციის შედეგად კამერუნის სპეცდანიშნულების რაზმმა 100 მძევალი გაათავისუფლა. ლიკვიდირებულია რამდენიმე შენობა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა, ასევე მებრძოლთა მომზადების ცენტრები.

”ბოკო ხარამი” რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს. მებრძოლები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდიან და მთელს ქვეყანაში შარიათის შემოღებისთვის იბრძვიან. დაჯგუფება ტერაქტების დიდი ნაწილის ორგანიზატორია. 2009 წლის შემდეგ მის მიერ მოწყობილ ტერაქტებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე