გრემის 58-ე დაჯილდოების გამარჯვებულები დასახელდნენ

საქართველო, თბილისი - 12:04 | 16.02.2016
ნანახია: 1890

გრემის 58-ე დაჯილდოების გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.

შემსრულებლები კენდრიკ ლამარი და ტეილორ სვიფტი გრემის 58-ე დაჯილდოვების ცერემონიის რეკორდსმენები გახდნენ, მათ ყველზე მეტი პრემია მიიღეს, მათ შორის ერთობლივიც. წლის საუკეთესო ალბომისთვის გრემი ტეილორ სვიფტს გადასცეს.

ყველაზე მეტი ჯილდო რეპერმა კენდრიკ ლამარმა დააგროვა. ცერემონიაზე მთავარი ნომინაციის გამარჯვებული ბრიტანელი მომღერალი ედ შერანი გახდა.

დაჯილდოების ცდრემონიაზე შესრულდა ცნობილი მომღერლების ჰიტები.

შოუში 20-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა. მათ შორის იყნენ წლევანდელი და გასული წლების ნომინანტები. საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად ლედი გაგას გამოსვლა იქცა, რომელმაც სიმღერა დევიდ ბოუის ხსოვნას მიუძღვნა. დევიდ ბოუი 10 იანვარს სიმსივნით გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე