თურქეთის პრემიერ-მინისტრი: სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა რუსეთის მიერ დარღვეული - საქართველოს, უკრაინისა და სირიის

საქართველო, თბილისი - 10:18 | 16.02.2016
ნანახია: 2084

რუსეთი ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ერთად, პასუხისმგებელია სირიის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განცხადება  უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა. სირიაში განხორციელებულ იერიშებს, რომლის დროსაც სკოლა და საავადმყოფოს შენობა დაიბომბა, 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

„სანამ ჩვენ აქ მოლაპარაკებებს ვმართავთ, რუსეთი ბომბავს სკოლებს და საავადმყოფოებს სირიის ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ კასპიის ზღვიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვებით მოხდა. მოსკოვი აგრესიისა და ექსპანსიის პოლიტიკას აგრძელებს. ის, რაც დაიწყო აფხაზეთით, შემდეგ ყირიმში გაგრძელდა. ამჟამად კი სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა რუსეთის მიერ დარღვეული - საქართველოს, უკრაინისა და სირიის,” - განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე