თურქეთის ხელისუფლება სირიაში განხორციელუბულ ავიადარტყმებში რუსეთს და ასადს ადანაშულებს

საქართველო, თბილისი - 10:11 | 16.02.2016
ნანახია: 1646

გაეროს ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთით მდებარე მეამბოხეების კონტროლირებად ქალაქებში, საავადმყოფოებსა და სკოლებზე განხორციელებული ავიარიეშების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ავიადარტყმებს ”საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა”.

თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმები , გაურკვეველია. თურქეთის ხელისუფლებისა და ორგანიზაციის ”ექიმები საზღვრებს გარშე” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიაიერიშების უკან რუსული ავიაცია ან სირიის სამთავრობო საჰაერო ძალები დგანან.

რუსეთის ხელისუფლებას ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე