საერთაშორისო კოსმოსური სადგური წყნარი ოკეანის ფსკერზე 2031 წლისთვის დაეშვება

საქართველო, თბილისი - 20:39 | 04.02.2022
ნანახია: 1512

საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც მუშაობას 2030 წელს დაასრულებს, წყნარი ოკეანის ფსკერზე, ე.წ. ნემოს წერტილში დაეშვება. იუწყება ამერიკის კოსმოსური სააგენტო ნასა.

ნემოს წერტილი დედამიწაზე ხმელეთისგან ყველაზე მოშორებული ადგილია, ის ასევე ცნობილია, როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაო. იქ იყრება კოსმოსური ნარჩენები და ძველი თანამგზავრები.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური, ორბიტაზე 1998 წლიდან მყოფი ხუთი კოსმოსური სააგენტოს პროექტია. 2000 წლიდან აქ მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ეკიპაჟი. მიკროგრავიტაციის ლაბორატორიაში 3 000-ე მეტი სამეცნიერო კველვა ჩატარდა.

თუმცა შემდგომი ერთობლივი სამუშაოების გეგმა მხოლოდ 2024 წლამდეა დამტკიცებული. გეგმის გაგრძლება უნდა შეთანხმდეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ყველა პარტნიორთან.

ნასამ განაცხადა, რომ მომავალში კოსმოსურ სფეროში მთავარ როლს კომერციული სექტორი შეასრულებს.

2020 წელს ნასამ კონტრაქტი დადო ტექსასურ კომპანია Axiom Space-თან სულ მცირე ერთი საცხოვრებელი მოდულის ასაშენებლად, რომელიც მიბმული იქნება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. ნასა იმედოვნებს, რომ ახალი პროექტი ორბიტაზე იმ დრომდე აღმოჩნდება, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურება.

ნასა აცხადებს, რომ დაზოგავს 1,3 მლრდ დოლარს კერძო სექტორზე გადასვლის წყალობით დედამიწის დაბალ ორბიტაზე სამუშაოებისთვის. დარჩენილ თანხას კი შორეული კოსმოსის კველვისთვის გამოიყენებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე