„თანადგომა“ კვლევის „საგანი „მე და საზოგადოება“ - სტანდარტთან დაკავშირებული დამოკიდებულებები და საჭიროებები“-ს შედეგებს გაასაჯაროებს

საქართველო, თბილისი - 17:04 | 15.02.2016
ნანახია: 3029

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ ატარებს შეხვედრას, რომელიც ეძღვნება კვლევის „საგანი „მე და საზოგადოება“ - სტანდარტთან დაკავშირებული დამოკიდებულებები და საჭიროებები“ შედეგების პრეზენტაციას (კვლევის ავტორი - სერგო ჩიხლაძე).

შეხვედრა გაიმართება 2016 წლის 16 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“.

აღნიშნული საგანი ითვალისწინებს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამოქალაქო უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თანამონაწილეობისა და ა.შ სწავლებას.

ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ დანერგვის მიმართ საზოგადოებაში არსებულმა არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ და გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ განაპირობა ხარისხობრივი კვლევის ჩატარება. კვლევის მიზანი იყო, გაგვეგო, თუ რა დამოკიდებულებები, განწყობები და საჭიროებები არსებობს საზოგადოებაში ახალი საგნის საკითხებთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი). მასში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.

შეხვედრას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე