ავღანეთში დაღუპული მეომრების უკდავსაყოფად დღეს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 15.02.2016
ნანახია: 1572

დღეს, საბჭოთა ჯარების ავღანეთის რესპუბლიკიდან  გამოყვანის  27 -ე წლისთავია. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და თანამშრომლები დაესწრნენ. ავღანეთში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად ბათუმში მემორიალის გახსნას ჩაეყარა საფუძველი.

თბილისში კი თემქაზე, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავღანეთში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა მიხეილ ხომერიკმა და ზაზა მესხმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე