შსს-ს მაშველებმა ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 15.02.2016
ნანახია: 1504

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 50 თანამშრომელმა, ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია სისტემატურად მონაწილეობს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული მოზარდებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. შსს-ს თანამშრომლები აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე