გორგია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 15.02.2016
ნანახია: 7562

გორგია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

გორგია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

“გორგია” 1998 წელს დაარსდა, რითაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს “გორგია” ამიერკავკასიაში წამყვანი, ყველაზე მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. “გორგია” ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: “ჰიპერმარკეტი გორგია” და “გორგია პრემიუმი”.

2014 წელს “გორგიამ” პირველად საქართველოს ბაზარზე 10.000 კვ. მეტრზე გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი ჰიპერმარკეტი. სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში დღეს “გორგია” უპირობო ლიდერია და წარმოდგენილია ბაზარზე ოთხი მაღაზიით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი ქუთაისი და ზუდიდი. “გორგიაში” ყველაფერია რემონტისთვის და მშენებლობისთვის: კერამიკული ფილები, სააბაზანო მოწყობილობები, ავეჯი, ცენტრალური გათბობის სისტემები, სახურავები, ლამინირებული იატაკი, საღებავები, სამშენებლო ქიმია, ჭურჭელი და სხვა 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

“გორგია პრემიუმი” საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის შეიქმნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი. “გორგია პრემიუმის” შოუ-რუმში შესაძლებელია ევროპული ბრენდების შეძენა შემდეგი კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები. საცალო გაყიდვების გარდა დიზაინის იდეიდან პროექტის რეალიზებამდე “გორგია პრემიუმი” აგრეთვე თანამშრომლობს: დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერებთან და ეხმარება მათ პროექტის ყველა ეტაპზე.

“გორგიას” უპირატესობა განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი და ძლიერი კორპორატიული გაყიდვებია. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე და სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები. კომპანიის სწრაფვა, გააუმჯობესოს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, დადასტურებულია 2009 წელს მიღებული ISO სერტიფიკატით. მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალფეროვანი და ხარისხიანი საქონლის ასორტიმენტი, პროფესიონალი კადრები, მაქსიმალურად მოქნილი სერვისი - ეს არის “გორგიას” წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებელი ირჩევს “გორგიას”!


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე