რუსეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 15.02.2016
ნანახია: 2268

რუსეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის სანიტარული სამსახურის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე დომინიმკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ის ვირუსით დაინფიცირდა.

უწყების წარმომადგენელთა თქმით, მოსკოვში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად დაავადებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზიკას ვირუსი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე 25-მდე ქვეყნაში უკვე დაფიქსირდა.  ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულებები არ მოჰყვება. ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში სიმპტომები ან არ აღინიშნება, ან გამოიხატება სიცხით, სახსრების ტკივილით, დაღლილობით, გამონაყარით და თვალების ჩაწითლებით.ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, უმეტეს შემთხვევაში ვირუსი ნაყოფს აზიანებს და მიკროცეფალიას იწვევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე