ასათიანი გაჩეჩილაძეებს ,,მაესტროს“ რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენის და გაკოტრების პროცესის შეჩერებას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 15.02.2016
ნანახია: 2303

,,მაესტროს“ წილის მფლობელი მაკა ასათიანი გაჩეჩილაძეებს ტელეკომპანიის რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენის სთავაზობს და აცხადებს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში გაკოტრების პროცესზე უარს იტყვის.  
დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ასევე განაცხადა, რომ თუკი გაჩეჩილაძეები სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. 
"რეაბილიტაციის გეგმისთვის გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა აუცილებელი არ არის. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და არ არის საჭირო დაველოდოთ. წარმოადგინონ გეგმა, უნდა გამოირიცხოს ეჭვი, რომ ვინმეს განზრახ სურს ,,მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.

მან სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვა ჟურნალისტებსაც შესთავაზა. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან საქმეში.

,,თუკი გაჩეჩილაძეები და "მაესტროს" ჟურნალისტები შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში, რადგან 19 თებერვალს კრედიტორთა კრებაა დანიშნული. იმედი გვაქვს, რომ გაჩეჩილაძეები აღნიშნულს გამოეხმაურებიან", - აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთანავე, ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანის მხარე კონკურენციის სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით, რომ დაფიქსირდეს არის თუ არა "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან "მაესტროში" 30%. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე