სირიის საზღვართან თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 15.02.2016
ნანახია: 2025

სირიის საზღვართან ადამიანთა ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკებისას თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ხატაის პროვინციაში ადამიანთა ჯგუფები სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების შესწავლა. ინციდენტის სხხვა დეტალები უცნობია.

როგორც ცნობილია, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან ტყვიამფრქვევებით დატვირთული რამდენიმე სამხედრო მანქანა შეიჭრა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის განცახდებით, ქვეყნის ხელისუფლებას სირიაში სამხედროები არ გაუგზავნია და მეზობელ ქვეყანაში ჯარისკაცების გადასროლას მომავალშიც არ აპირებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე