თურქეთი სირიაში სამხედროების გაგზავნას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 12:43 | 15.02.2016
ნანახია: 2333

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ინფორმაციას სირიაში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ სიცრუე უწოდა.

პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი მეზობელ ქვეყანაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

მანამდე სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან ტყვიამფრქვევებით დატვირთული რამდენიმე სამხედრო მანქანა შეიჭრა.

სირიის მხარე ამტკიცებდა, რომ მანქანებში ასობით შეიარაღებული სამხედრო და დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე