კანიე უესტმა მარკ ცუკერბერგს ერთი მილიარდი დოლარი სთხოვა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 15.02.2016
ნანახია: 2079

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს ერთი მილიარდი დოლარის თხოვნით მიმართავს. მან თავისი თხოვნა Twitter-ში გამოაქვეყნა და თაყვანიმცემლებს სთხოვა ეს ინფორმაცია ცუკერბერგამდე მიეტანათ. ”მარკ ცუკერბერგ, ვიცი რომ დღეს დაბადების დღე გაქვს. მაგრამ თუ შეგიძლია ხვალამდე დამირეკე ”, ”მარკ, საჯაროდ გთხოვ დახმარებას”, - დაწერა კანიემ 15 თებერვალს.

უესტმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა თხოვნით Facebook-ის დამფუძნებელს.

კანიე უესტი მანამდე წერდა, რომ ბანკებისადმი მისი დავალიანება 53 მლ დოლარს შეადგენს. 38 წლის კანიე უესტი რეპერი და პროდისუერია, ის დაქორწინებულია ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანზე. 11 თებერვალს კანიეს მეშვიდე ალბომი გამოვიდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე