კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი ეპარქია შევთავაზე - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 15:59 | 19.01.2022
ნანახია: 296

კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე, - გნაცხადა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, ის მზად არის ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

"მე, პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. დანარჩენი, თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

მე მასთან[სააკაშვილთან] მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, მგონია, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე