რომის პაპს იოანე პავლე მეორეს გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 15.02.2016
ნანახია: 1936

რომის ყოფილ პაპს იოანე პავლე მეორეს გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. ამის შესახებ ცნობილი ”ბი-ბი-სისთვის” პაპის პირადი მიმოწერის გაცნობის შედეგად გახდა.

პონტიფიკის წერილები ანა ტერეზა ტიმენეცკაიასადმი პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ამ დრომდე მათი არსებობის შესახებ არავისთვის ცნობილი არ ყოფილა.

კარდინალ კაროლ იუზეფ ვოიტილასა და პოლონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსის ტერეზა ტიმენეცკაიას მეგობრობა 1973 წელს დაიწყო, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ვოიტილა რომის პაპი გახდებოდა.

თავდაპირველად წერილები საქმიანი ხასიათის იყო, თუმცა შემდეგ თანდათანობით უფრო და უფრო თბილი და მეგობრული გახდა.

1974 წელს ვოიტილა ერთ-ერთ გზავნილში აღიარებდა, რომ ტიმენეცკაის წერილები მისთვის ”ძალიან ღრმა და ძალიან პირადული” გახდა. არქივში ასევე ინახება ვოიტილასა და მისი ამერიკელი მეგობრის ფოტოსურათები.

ფოტოები პოლონეთსა და ვატიკანშია გადაღებული. ვოიტილა და ტიმენეცკაია ერთმანეთს ხვდებოდნენ, სეირნობდნენ და თხილამურებზე სრიალებდნენ.

კაროლ ვოიტილა რომის პაპი 1978 წელს გახდა. ის 2005 წელს გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე