ბრიტანეთის კინოაკადემიამ დი კაპრიო საუკეთესო მსახიობად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 15.02.2016
ნანახია: 1836

ლონდონში ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის (BAFTA) პრემიის გადაცემის ცერემონიაზე რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს დრამა ”გადარჩენილი” წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.

მთავარი როლის შემსრულებელი 41 წლის ლეონარდო დი კაპრიო კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

”გადარჩენილი” სულ რვა პრემიაზე იყო წარდგენილი, შედეგად ფილმმა ხუთი ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დ კაპრიო ფილმში ”გადარჩენილი” შესრულებული მთავარი როლისათვის წელს ოსკარების პრემიაზეა ნომინირებული. კინოკრიტიკოსები გამარჯვებას სწორედ დი კაპრიოს უწინასწარმეტყველებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე