ისრაელის სამართალდამცავებზე თვდასხმებისას ხუთი პალესტინელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 15.02.2016
ნანახია: 1494

ისრაელის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებზე მომხდარი თვდასხმათა სერიის შედეგად ხუთი პალესტინელია მოკლული.

პოლიციელთა თქმით, ორი პალესტინელი, ძველ იერუსალიმში სამართლადამცავების მიმართ ცეცხლის გახსნის შემდეგ მოკლეს.

მანამდე ორი მოზარდი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაცხრილეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, პალესტინელები სამხედრო პატრულს ჯერ ქვებს ესროდნენ, შემდეგ კი ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

ამის გარდა იმავე დღეს პოლიციელებმა კიდევ ერთი ახალგაზრდა პალესტინელი მოკლეს, რომელიც მათ დანით თავს დაესხა.

ისრაელელებზე პალესტინელების თავდასხმების ბოლო ტალღა ოქტომბერში დაიწყო. დღემდე 169 პალესტინელია მოკლული, ასევე დაღუპულია 26 ისრაელელი და უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე