შსს-მ ე.წ. „ბიო“ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 09:41 | 15.02.2016
ნანახია: 1430

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი ქ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება  - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე