ჩიორა თაქთაქიშვილის მამის სკანდალს შსს პრესამსახურის უფროსი ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 17:48 | 14.02.2016
ნანახია: 2811

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„• ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე;
 • მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი     რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;
 • მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;
 • სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი  საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს ინტერესებში შედიოდეს;
 • შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.

P.S.გაკვირვებული, მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით...”, - წერს პერტაია.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს სუპერმარკეტ "ზღაპარში" შუახნის მამაკაცი დააკავეს. ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მამაკაცმა ტკბილეულის მოპარვა სცადა. სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ხანშიშესული მამაკაცი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა აღმოჩნდა. მომხდარზე საქმე აღძრულია 177-ე მუხლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე